როგორც BMG-სთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, VTB ბანკის შესყიდვით დაინტერესებულია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, ოფიციალურად ბანკის შესყიდვაზე განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა კითხვაზე რა იქნება ეროვნული ბანკის პოზიცია თუ განაცხადს ხიდაშელი გააკეთებს, სებ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეროვნული ბანკი ყველა განაცხადს დადგენილი წესებით განიხილავს.
ამის პარალელურად ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, როგორც ეროვნულ ბანკს, ისე საქართველოს მთავრობას, ამ კუთხით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისა და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
“სახელმწიფოს პოზიცია VTB ბანკის შესყიდვაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი და მკაფიო. მე რასაც ვუყურებ, ეროვნული ბანკის პოზიციები ხელისუფლების პოზიციებთან შედარებით სანქციებზე უფრო მკაფიოა. მკაფიოობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბანკის აქტივების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა ისეთ პირებზე არ უნდა მოხდეს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სანქცირებულ პირებთან არიან დაკავშირებული.
ძალიან საფრთხილოა ეს ამბავი, რეპუტაციული ზიანია ქვეყნისთვის და შეიძლება ჩვენც დავზარალდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენც დავსანქცირდეთ. იმედის ვიტოვებ, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდებიან”, - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი