მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვტოვებ პარლამენტს - მამუკა ხაზარაძე

617eb973035d3
ელენე გოგბერაშვილი
31.10.21 19:40
1675
"ლელო-საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - ეს არის მანდატი და მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა "თავისუფალი საქართველოსთვის", ჩვენი შვილებისთვის, ასეა და ასე იქნება მუდამ. ბრძოლა იქნება ბოლომდე"- მიმართა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

განახლება: როგორც ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, პარლამენტის დატოვება მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ფრაქციის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.