მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვტოვებ თანამდებობას „აირზენაში“ - რომან ბოკერია

616055085b4dd
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 18:10
2168
ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ კომპანია დატოვა. ამის შესახებ რომან ბოკერია განცხადებას Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს, სადაც კომპანიიდან წასვლის მიზეზად ამერიკულ კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლას ასახელებს და “ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

BM.GE რომან ბოკერიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მადლობა მინდა გადავუხადო ლეგენდარულ “ჯორჯიან ეარვეისის“ გმირულ კოლექტივს და ბატონ თამაზ გაიაშვილს თანამშრომლობისათვის. დღევანდელი დღიდან ვტოვებ ჩემს თანამდებობას „აირზენაში“ და გადავდივარ ქართულ ამერიკული კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ www.business-brokerage.com პრეზიდენტად სამუშაოდ. Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა www.IBBA.org და ევროპის ბიზნეს ბროკერთა ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნეს პროექტების დაფინანსებას გლობალური კერძო კაპიტალით“, - წერს ბოკერია.

ცნობისთვის: ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის თანამდებობას რომან ბოკერია 2019 წლიდან იკავებდა. მანამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში მუშაობდა. რომან ბოკერია წლების განმავლობაში Miami Red Square Realty-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. მაიამიში მუშაობის პერიოდში მისი სახელი Trump International-ის არაერთ პროექტს უკავშირდებოდა.