საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის შეფასებით, ტექინსპექტირების რეფორმის მთავარი გამოწვევა კონტროლის არარსებობაა. როგორც მესხიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რეფორმის გამართვისთვის აუცილებელია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ბაზარზე ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„მაშინ, როდესაც 200 ათასით გაიზარდა ავტომობილების რიცხვი, ტექინსპექტირების ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მაგალითად ხულოში, შუახვეში და ქედაში კვლავ პრობლემად რჩება. „გრინვეი“ სამ მოძრავ ხაზს ფლობს და ეს სამივე ხაზი უძრავად არის ახალციხეში და ხელვაჩაურში. ამით გამოუსწორებელი ზიანი ადგას ამ რეფორმას, იმიტომ რომ ხულოში მაცხოვრებელმა რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროს ზედმეტად, რომ მომსახურება მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ მათ შეღავათი ჰქონდეთ.
ვთხოვ ბათუმის მერს, დაინტერესდეს ვინ გააკეთებს ავტობუსების ინსპექტირებას ბათუმში, აღმოაჩენთ რომ ეს შეიძლება გააკეთოს მოძრავმა ხაზმა, რომელიც ხვალ ხულოში იქნება. ამას ბათუმის ინსპექტირების ცენტრი უნდა აკეთებდეს და ეს დღეს ასე აღარ არის. მონიტორინგი მთავარი გამოწვევაა, ინსპექტირების ცენტრები მონიტორინგს საჭიროებს. რეკლამებს ვუსმენ ხოლმე და ყურს მჭრის წინადადება „ინსპექტირება უმარტივესად,“ რადგან, თუ უმარტივესად ხდება კორუფციის ნიშნებია, თუ რეგლამენტით ხდება, მაშინ მომხმარებელს ატყუებენ და ეს პრობლემები არსებობს ამ სისტემაში.
პრობლემაა, რომ ერთი კომპანია შეიძლება ფლობდეს გარკვეულ უპირატესობებს სხვა კომპანიებთან მიმართებაში. მაგალითად, თბილისში გადაიტანოს ინსპექტირების ხაზი, რომელიც უძრავი ხაზია და აქციოს მოძრავად, ანუ ჩვენ გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როცა მოძრავი ხაზი უძრავია და უძრავმა დაიწყო მოძრაობა. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ პროცესზე მონიტორინგი არ არის სათანადო. გვსმენია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ შეიძლება მიიღოს ეს ფუნქცია, ეს გარდაუვალი აუცილებლობა უნდა იყოს და მხარს დავუჭერთ, რადგან ბიზნესი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, ეს სფერო არ არის მარკეტი და რესტორანი, სადაც კლიენტის მოსაზიდად შეჯიბრი უნდა გაიმართოს", - განაცხადა მესხიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო