25.ნოემბერი .2022 11:46

ვურჩიე ჩემს ოჯახს, რაჭაში სანადირო ლიცენზიასა და "რიყის დოქებზე" ტენდერი გამოაცხადონ - დავით ხიდაშელი

ვურჩიე ჩემს ოჯახს, რაჭაში სანადირო ლიცენზიასა და "რიყის დოქებზე" ტენდერი გამოაცხადონ - დავით ხიდაშელი
views 1585
უკან

ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში, - ამის შესახებ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომელიც მან „მთავარ არხს“ გაუგზავნა.

საქმე ის არის, რომ გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სწორედ დავით ხიდაშელზე იყო საუბარი. ორგანიზაციის კვლევაში საუბარია იმაზე, რომ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ ₾2 მლნ-ის შემოსავალი დაკარგა. TI-ს კვლევაში საუბარი იყო მათ შორის რაჭაში ხიდაშელისთვის მიწების მიყიდვაზე.

"რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში… დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - წერს ხიდაშელი.

დავით ხიდაშელის წერილი „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. BM.GE ბიზნესმენთან დაკავშირებას ცდილობს და მის განცხადებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა