23.ივნისი .2020 22:00

„ვუსმენ ადამიანებს და ვგრძნობ, რომ მოქალაქეები ყველაზე მეტად სახელისუფლებო და პოლიტიკურმა ტყუილებმა დააზიანეს“

views 173
უკან

„თქვენს გვერდით ვდგავარ და აუცილებლად დაგიბრუნებთ იმ რწმენას, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს დაკარგეთ,“- ამ სიტყვებით მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ზესტაფონში ოფისის გახსნისას შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას.

„ორი დღეა, ჭიათურაში და ზესტაფონში ვხვდები ადამიანებს და ვგრძნობ, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად სახელისუფლებო და პოლიტიკურმა ტყუილმა დააზიანა. აქ ვდგავარ თქვენს გვერდით, რომ დაგიბრუნოთ რწმენა და გითხრათ, რომ რასაც დაგპირდებით, აუცილებლად გავაკეთებთ. სიტყვას აქვს ძალა და სიტყვას აქვს ფასი, რომელსაც შესრულება უნდა. ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება მამუკა ხაზარაძესთან ერთად და ამას დავნერგავთ ქართულ პოლიტიკაში,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ზესტაფონში ადგილობრივებს პარტიის შექმნის მიზანზეც ესაუბრა. მისი თქმით, „ლელოს“ მთავარი ამოცანაა, ადამიანებს იმედი დაუბრუნდეთ და პოლიტიკისადმი ნდობა გაეზარდოთ.

„ლელოს“ შექმნის მიზანია, ადამიანებს დავუბრუნოთ იმედი, ხვალინდელი დღის რწმენა და დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკა ტყუილების ფრქვევა არ არის, რასაც დღემდე ვხედავთ. პოლიტიკა უნდა იყოს საპასუხისმგებლო სფერო, როდესაც ადამიანები თავის ქვეყანას ემსახურებიან და არა პირად ინტერესებს,“-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობასთან ერთად ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან ერთად შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ, რათა თითოეული თქვენგანი გრძნობდეს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენ დავიწყეთ მშენებლობა რწმენისა და იმედის. დარწმუნებული ვარ, მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ თქვენში დევს უდიდესი ძალა ცვლილებების და ახალი დღის წესრიგის შექმნის. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ ქვეყნის შეცვლა,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა