მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვვარაუდობ, რომ წლის ბოლოს, პროგნოზს დადებითი მიმართულებით გადავხედავთ - მოლინეუსი

6388727ebb543
გიორგი არონია
02.12.22 09:01
695
ვვარაუდობ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დადებითი მიმართულებით გადავხედავთ, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე შეფასებით, გასული ორი წელი განსაკუთრებით კარგი იყო.

"ექსპერტების უმეტესობა პროგნოზირებს, რომ საქართველო მიმდინარე წელსაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს. ჩვენი პროგნოზი 8.8%-ს შეადგენს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მიმდინარე კალენდარული წლის ბოლოსთვის, ჩვენს პროგნოზს დადებითი მიმართულებით გადავხედავთ.

მომავალ წელს კი, არსებული გაურკვევლობის და ევროპისა და საქართველოს სხვა მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელი შენელების ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას ვვარაუდობთ.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ზრდის გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, ლტოლვილების შემოდინებითაა გამოწვეული, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების. ვფიქრობ, ზრდაში დიდი როლი ჩატარებულ ეკონომიკურ რეფორმებსაც მიუძღვით. მჯერა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკას მდგრადობას და ზრდის ტემპს შეუნარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე ათი წლით ადრე, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიური 5%-ით იზრდებოდა და ველოდებით, რომ მომავალში, საქართველო ამ რიცხვებს დაუბრუნდება. საქართველოს ძლიერი სტრუატურული რეფორმების ისტორია აქვს", - განაცხადა მოლინეუსმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების შემდეგ, ქვეყანაში ნაცვლად 8.5%-ისა გვექნება 10%.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, - აღნიშნა პრემიერმა.