აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის” და პროექტის - “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია“ ფარგლებში საზაფხულო ფაზამ თერჯოლაში გადაინაცვლა, სადაც 6 დღის განმავლობაში 9 სპორტული ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატებში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა საშვიდობო მისიაში და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა მიიღეს.
მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას, ნარდის, დომინოსა და ჯოკერის ტურნირებში მოსინჯეს. სხვადასხვა თაობის ვეტერანები და დაჭრილი ჯარისკაცები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს და ძალებს არ ზოგავდნენ საუკეთესო შედეგის დასადებად. შეჯიბრებების მონაწილეებმა გამარჯვებები მოიპოვეს, როგორც გუნდურ, ასე ინდივიდუალურ დისციპლინებში. პროექტის მხარდამჭერების აჭარაბეთის, სოკარის, ტოიოტა კავკასიისა და ზედაზენის მიერ დაწესებული სოლიდური ფულადი ფონდი და ფასიანი პრიზები 31 გამარჯვებულზე გადანაწილდა.
“აჭარაბეთმა” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ შექმნა, რომლის მიზანიცაა, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. სწორედ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოხდა ჩართულობა პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მსგავსი პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი