"გერმანია საქართველოს მეგობარია, ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში“,-ამის შესახებ ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იოჰან ვადეპულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იოჰან ვადეპულის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
„ქართველ კოლეგებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები პარლამენტთან, პოლიტიკოსებთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. თუ საქართველო შემოგვიერთდება და მხარს უჭერს უკრაინას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის და ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ერთად ვიცავთ.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. უნდა ვიყოთ გულახდილები გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე დისკუსიებში, თუ როგორ უნდა წარიმართოს გაფართოების პროცესი, არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. აქ გერმანიაში, თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებსაც სურთ ნახონ საქართველო კანდიდატის სტატუსით. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს. მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში“, - განაცხადა იოჰან ვადეპულმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა