მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხედავ სექტორის მზაობას, რომ წელს ტურიზმი 40%-50%-ით მაინც აღვადგინოთ - თურნავა

6092a1cb087fb
ინგა მურუსიძე
05.05.21 17:54
338
"ტურიზმის სექტორს სრული მზადყოფნა აქვს, რომ სახელმწიფოსთან ერთად ტურიზმი 40%-50%-ით აღვადგინოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ტურიზმი 2024 წლამდე არ აღდგება; ეს დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, მსოფლიოში  არსებულ ვითარებაზე, მაგრამ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. მე დღეს დავინახე სრული გაგება და მზადყოფნა, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ თუნდაც წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურისტული ინდუსტრია 40%-50%-ით აღდგეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციას პრიორიტეტული ჯგუფების მსგავსად ჩაიტარებენ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. საკითხზე დღეს ტურიზმის სექტორსა და ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.