15.ივნისი .2021 10:15

ვხედავთ პრობლემებს ენერგომომარაგებაში, ეს არაა ციდან მოტანილი სიტყვები - ფანგანი

ვხედავთ პრობლემებს ენერგომომარაგებაში, ეს არაა ციდან მოტანილი სიტყვები - ფანგანი
views 695
უკან

"ბოლო წლებში ძალიან დამოკიდებული გავხდით იმპორტირებულ ენერგიაზე, არ ვგულისხმობ მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტს", - ამის შესახებ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მან „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ფანგანი დარწმუნებულია, რომ ის აუცილებლად აშენდება.

„ბოლო წლებში ჩვენ ძალიან დამოკიდებულები გავხდით იმპორტირებულ ენერგიაზე და მხოლოდ ელექტროენერგიის შემთხვევაში - არა, ეს არის ბუნებრივი გაზიც, რომელიც საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს თბოსადგურების მეშვეობით და ყოველ წელს იზრდება მათი წილი საერთო ბალანსში. ეს ერთი მხრივ, არის ძალიან შემაშფოთებელი, რადგანაც თავად წარმოების ტემპების გაზრდა და მოხმარების ტემპების გაზრდა ძალიან განსხვავდება. მეორე მხრივ, პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად საკმაოდ კარგი პროგრესისა, მცირე ჰესებთან მიმართებით, მათი წილი საერთო მოხმარებაში მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს დეფიციტი ანუ ცივ თვეებში, ძალიან მცირეა“, - განაცხადა ფანგანმა.

სემეკ-ის წევრი ამბობს, რომ სწორედ კაშხლიანი, როგორიც არის „ნამახვანჰესი“, "ხუდონჰესი“ და ა.შ. არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

„ეს არ არის ციდან მოტანილი სიტყვები. სამწუხაროდ, ყოველდღე ვხედავთ, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

გიორგი ფანგანმა მაგალითად მოიყვანა რამდენიმე თვის წინ ბუნებრივი აირის მილსადენზე მომხდარი ავარია, რომელმაც მისი თქმით, "ქვეყანაში სერიოზული პრობლემა შექმნა".

„ავარიის გამო მოგვიწია ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირება, პირველ რიგში, კომერციული ობიექტებისთვის, თუმცა არ გვეყო; შემდეგ გამოვრთეთ თბოსადგურები, მაგრამ ამის მერე ელექტროენერგიის დეფიციტი დადგა -  ამ პირობებში რუსეთმა ვერ მოგვაწოდა ელექტროენერგია, რადგან იმ დროს ელექტროენერგიას აწვდიდა აფხაზეთს, აზერბაიჯანმა ვერ მოგვაწოდა, რადგან ქსელი სრულად იყო დატვირთული, სომხეთსაც არ ჰქონდა თავისუფალი ენერგია და მოგვიწია თურქეთთან მოლაპარაკებები... ბოლო წუთს გადაწყდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ელექტროენერგიის იმპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავდგებოდით სერიოზული პრობლემის წინაშე და ქვეყნის დიდი ნაწილი ჩაქრებოდა. ეს კი მხოლოდ იმის გამო, რომ დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ ენერგიაზე. ამდენად ნებისმიერი დიდი პროექტი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა