მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Waime Spices ახალი წლისთვის გაყიდვაში 5 ახალ სანელებელს ჩაუშვებს

619defb5de74d
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.21 11:17
613
Waime Spices ახალი წლისთვის გაყიდვაში 5 ახალ სანელებელს ჩაუშვებს. გლინტვეინის დამზადებისთვის საჭირო ნარევი, ჯინჯერის, ავოკადოს, ტკბილეულის გამოსაცხობი საკმაზი და „ჩაო იტალია“, რომელიც ლაზანიას, პიცის და პასტის მოსამზადებლად იყენებენ - ამ სანელებლების ნაწილის ყიდვა მომხმარებელს უკვე შეუძლია, ხოლო ნაწილი დახლზე 1 დეკემბრიდან გამოჩნდება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას Waime Spices-ის თანადამფუძნებელი გიორგი გოგია განმარტავს, კომპანიის მიერ ორბელიანის მოედანზე გახსნილ ბრენდულ მაღაზიაში „ჩაო იტალიას“ და ავოკადოს საკმაზი უკვე იყიდება და 50-გრამიანი შეფუთვის ღირებულება 4 ლარია.



"გლინტვეინის, ჯინჯერის და ტკბილეულის გამოსაცხობად საჭირო საკმაზები გაყიდვაში 1 დეკემბრიდან ჩაეშვება. გლინტვეინის ნარევით, თავისი რეცეპტები მოჰყვება და მათი დამზადების საშუალება მომხმარებელს სახლშიც ექნებათ.

ამ კონკრეტული ნარევების გაყიდვების ისტორია ჯერ არ გვაქვს, შესაბამისად, საწარმოო მოცულობებზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია. დავაკვირდებით როგორი იქნება მოთხოვნა და მოცულობებს ამის შემდეგ განვსაზღვრავთ.

ამ ეტაპისთვის გლინტვეინისთვის 500 შეფუთვის დამზადებას ვგეგმავთ, ხოლო ავოკადოს და „ჩაო იტალიას“ საკმაზების რაოდენობა 100-100 კგ 5 დასახელების ახალი პროდუქტი, ჯერჯერობით, საქართველოში გაიყიდება, თუმცა მომდევნო პერიოდში ალბათ ისრაელშიც გავიტანთ“, - განმარტა გიორგი გოგიამ.

ცნობისთვის: დღეისთვის Waime Spices-ის თვიურად 600 კგ ნედლეულის გადამუშავებით 11 დასახელების სანელებელს აწარმოებს და რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ახდენს. ისრაელი, ლატვია და რუსეთია - ამ ბაზრებზე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის 90% გადის.