08.თებერვალი .2023 18:10

წალენჯიხაში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება - ₾1.5-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

წალენჯიხაში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება - ₾1.5-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
views 710
უკან

წალენჯიხის მერიამ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 531 060 ლარი იქნება.

ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 17 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ადგილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სალიას ქუჩა. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.

საინჟრინრო- გეოლოგიური დასკვნიდან ირკვევა, რომ წალენჯიხაში სალიას ქუჩაზე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შპს ,,საბა”-ს დაკვეთით, შ.პ.ს. ,,NEW GEOLOGY”-ის მიერ 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა