მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის IT სკოლაში მოსწავლეები, Lingwing-ის დახმარებით, ინგლისურსაც შეისწავლიან

628cde2552b99
თელარა გელანტია
25.05.22 09:00
758
წალენჯიხაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა აკადემიის მოსწავლეები, უცხო ენების შემსწავლელი პლატფორმა Lingwing-ის დახმარებით, ინგლისურსაც უფასოდ შეისწავლიან.

ამის შესახებ bm.ge-ს აკადემიის დირექტორმა ზურაბ გეთიამ განუცხადა და იქვე დასძინა, რომ Lingwing.com სკოლის პარტნიორია.

„გარდა პროგრამირების კურსებისა, ჯგუფის წევრები უფასოდ ისწავლიან ინგლისურს“, - ამბობს გეთია.

IT სკოლაში სასწავლო კურსზე, ჯამში, 300 ადამიანი დარეგისტრირდა. მათგან პირველი ტურის ფარგლებში, 90-მა უკვე მიიღო მონაწილეობა ტესტირებასა და გასაუბრებაში, რომელთაგან ჩამოყალიბდება პირველი ორი ჯგუფი, სადაც 15-15 მოსწავლე ისწავლის.

„ერთი ჯგუფი შეისწავლის შესავალ Front-End Development-ში (ვებ-გვერდების და ვებ-აპლიკაციების შექმნა HTML/CSS და JavaScript გამოყენებით); მეორე ჯგუფი კი - შესავალს Python Programming-ში. ორივე შესავალი კურსი, დაახლოებით, 2.5-თვიანია”, - განმარტა ზურაბ გეთიამ.