მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის მაგალითი არის იმედი, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოსკენ შემობრუნების ყველა რისკი გაქრება - თამაზ დაუშვილი

6184ee71abbcb
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.21 12:40
1066
„მივესალმები მამუკა ხაზარძის და თემურ ჭყონიას ინიციატივას წალენჯიხის განვითარებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, წალენჯიხის მაგალითი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დიდი იმედია.

„ჩვენი ყველაზე მთავარი აქტივი, როგორც ქვეყნის, უნდა იყოს დემოკრატია. თუ უახლოეს ხანში მოვახერხებთ დემოკრატიის საბოლოო კონსოილიდაციას, ეს იქნება მთავარი გასაღები ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

ბალტიის ქვეყნებმა ეს გასაღები 30 წლის წინ მოიპოვეს და ამიტომაც არიან ახალა წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი ქვეყნები. წალენჯხის მაგალითი არის დიდი იმედი, რომ უახლოეს ხანში საქართველოში დემოკრატიის ისეთ ხარისხს მივიღებთ, რომ უკან - პოსტსაბჭოთა საქართველოსკენ შემობრუნების ყველანაირი შანსი გაქრება და თამამად შევაბიჯებთ ევროპული თანამეგობრობის ოჯახში. მე მწამს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ, ჩვენი მომავალი თაობების საკეთილღეოდ!“, - წერს დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს წალენჯიხაში ბიზნესის გადატანის მოწოდებით მიმართა და აღნიშნა, რომ ის წალენჯიხაში დასახლებას აპირებს, რათა თავისი ცოდნა მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმაროს. მის ინიციატივას შეუერთდა ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელმაც BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, რომ ის წალენჯიხაში სპორტისა და განათლების სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

ცნობისთვის, წალენჯიხა საქართველოს მასშტაბით ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა მოიგო.