მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს

5f1d42b318c8a
თელარა გელანტია
26.07.20 12:43
2001
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

საგამოძიების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მუნიციპალიტეტი არაა დაკონკრეტებული, მაგრამ იგულისხმება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.