საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერ მერს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ იმ განცხადებებმა, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა, გაურკვევლობა გამოიწვია.
"როგორ წარმოგიდგენიათ, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ეს რომ მოხდეს, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა და გადაბრალება მთავრობაზე", - ამ განცხადებას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან, ერთად გიორგი ხარჩილავასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც არჩევნებში დამსახურებულად გაიმარჯვა და მინდა განვუცხადო, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში.
მე, როგორც პრემიერ-მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისა და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს ჩემმა ნათქვამმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დავაზუსტო, რომ მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რათა ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ