მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა

608d38f143ab3
მარიამ იზორია
01.05.21 17:00
4518
ებრაულმა კომპანია “kass land”- მა საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელა.

პროექტი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს და 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, სასტუმროს, რესტორანს, ე.წ „ზიპლაინს“, ველობილიკს, სპას, ღია და დახურულ აუზებსა და სასადილო სივრცეს აერთიანებს.

როგორც „kass land“-ის არქიტექტორი და კონცეფციის მთავარი დიზაინერი თომერ მორ იოსეფი „საქმის კურსთან“ ამბობს, წალკის კანიონი ვიზიტორებს 2021 წლის ივლისიდან უმსაპინძლებს და 900 ადამიანს დაასაქმებს.

„წალკის კანიონის მთავარი ხიბლი ბუნებაა, ევროპელებს არ აინტერესებთ შენობები, მათთვის მთავარი სიმწვანეა, სწორედ ამიტომ, პროექტი ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, განსაკუთრებით დადებითი სიგნალები ისრაელიდან გვაქვს და მასიურ მიმოსვლასაც ისრაელიდან ველოდებით, რაც ტურიზმის მხრივ, საქართველოს სხვა ქალაქებზეც დადებითად აისახება. ჩვენ გვჯერა, რომ წალკის კანიონი 2021 წლის ივლისიდან ძალიან ბევრ დამსვენებელს უმასპინძლებს“ - აღნიშნავს “kass land”- ის არქიტექტორი.

თომერ მორ იოსეფის თქმით, ტურისტული ობიექტის მუშაობას პანდემია ვერ შეაფერხებს, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის ფარგლებში მთავარი აქცენტი ღია სივრცეზე კეთდება.

ცნობისთვის: წალკის კანიონი ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. როგორც კომპანიაში განმარტავენ სამშენებლო სამუშაოები გარემოს ზიანს არ აყენებს.