მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიზისი მსოფლიო ეკონომიკაში, სახელმწიფოთა რეაქციებითაა გამოწვეული და არა დაავადებით" - ექსპერტი

601a7d901451c
ლიკა გურაბანიძე
03.02.21 21:39
1014
“კრიზისი რაც მსოფლიო ეკონომიკაშია, სახელმწიფოთა რეაქციებითაა გამოწვეული და არა დაავადებით,” - ამის შესახებ EPRC-ის ექსპერტმა ლაშა დოლიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, პანდემიასთან იმ გზებით ბრძოლა, რასაც დღეს ვხედავთ სრულიად არაადეკვატურია.

“პრობლემა არის ის, რომ წამყვანი ქვეყნების რეაქციაზეა დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნების რეაქცია. მცირე ზომის ქვეყნები იმ ღონისძიებების გადმოღებას ცდილობენ, რაც განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. რაც ამ ნაწილში საქართველოს მთავრობა იყო გამონაკლისი, თუმცა აქ კარგად გასაანალიზებელია ის ღონისძიებები, რაც ჩვენმა მთავრობამ გაატარა და რეალურად მოუტანს თუ არა ეს ღონისძიებები მოსახლეობას რაიმე შვებას, ასევე როგორ აისახება ეს ქვეყნის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე.

გასული წლის განმავლობაში ის დახმარების პაკეტები, რაც მოსახლეობაზე გაიცა და ასევე ეკონომიკის ცალკეულ დარგებზე გარანტიები გავრცელდა, ეს ყველაფერი ვალების მეშვეობით განხორციელდა. საქართველო განვითარებული ქვეყნების სქემების კოპირებას შეეცადა. თუმცა აქაც საკითხავია რამდენად შეეშველება ეს იმ ადამიანს, ვისაც დახმარება ერგება და გრძელვადიან პერიოდში რამდენად დააზარალებს იმავე ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის პერსპექტივას.” - განმარტა დოლიძემ.

დოლიძის თქმითვე, მთავრობას მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა და იმ დანაკარგებზე დროულად უნდა ეცნობებინა, რაც ქვეყნის ეკონომიკამ ბოლო ერთ წელში მიიღო.

“როდესაც ლოქდაუნის პოლიტიკა შეიმუშავეს და განახორციელეს წამყვან ქვეყნებში, ამ პოლიტიკის შემქმნელებსაც ჰქოდნათ ასეთი მოსაზრება, რომ ამ სიტუაციაში კარგი არჩევანი არ არსებობს და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გაეკეთებინათ. აქედან გამომდინარე, ყველას უნდა ჰქონოდა გათვალისწინებული, რომ არაპოპულარულ ღონისძიებებზე წასვლა მოუწევდა და მოსახლეობისთვის აუცილებლად უნდა აეხსნა, რომ ამ მდგომარეობიდან დიდი დანაკარგების გარეშე გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა.” - განაცხადა EPRC-ის ექსპერტმა.