მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი Ford-ის და Argo AI-ის თვითმართვადი ავტომობილების გამოცდას იწყებს

614201c12e4a5
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.21 00:34
641
სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი Ford-ის და Argo AI-ის თვითმართვადი ავტომობილების გამოცდას იწყებს, რომლებიც მომხმარებლებს ონლაინ შეძენილ პროდუქციას სახლის კართან მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Walmart-ი აღნიშნული ავტომობილებით კლიენტებს ამ ეტაპზე მაიამიში, კოლუმბიასა და ტეხასში მოემსახურება.

„ჩვენი მიზანია მეტად დავხვეწოთ მიწოდების სერვისები, რაზეც დაუღალავად ვმუშაობთ. თვითმართვადი ავტომობილებით პროდუქტის მიწოდების სერვისის დანერგვა დაგვეხმარება მოხმარებელს შევუმციროთ შეკვეთის მოლოდინის დრო მიწოდების სერვისზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე“, - განაცხადა Walmart-ის დირექტორის მოადგილემ ტომ ვორდმა.

Walmart-ის თქმით, პანდემიის დროს ონლაინ შეკვეთებზე და მიწოდების სერვისზე ზრდამ  ბოლო ფისკალური წლის განმავლობაში 79% შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი და Ford-ი თვითმართვადი ავტომობილების პრაქტიკაში დანერგვას 2018 წლიდან ცდილობენ.