მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი GM-ის კუთვნილ კომპანია Cruise-ში ინვესტირებას განიხილავს

607990f4e8044
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.21 21:30
631
Walmart-ი GM-ის კუთვნილ კომპანია Cruise-ში ინვესტირებას განიხილავს, რომლის შემდეგაც Walmart-ი მიწოდების ქსელს Cruise-ის მიერ ნაწარმოები თვითმართვადი ავტომობილებით დააკომპლექტებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია თუ რა სახის ინვესტიციას განახორციელებს Walmart-ი Cruise-ში, თუმცა სავარაუდოდ ეს 750 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები არ იქნება, რადგან როგორც Cruise-ი აცხადებს, მათი დაფინანსება 2 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.75 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო კომპანიის ღირებულება 300 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

მიწოდების სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის დროს, რადგან მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახლიდან გაუსვლელად უკვეთავს პროდუქციას. Walmart-იც აქტიურად ნერგავს მიწოდების სერვისს და მომხმარებლებს პროდუქციის მიწოდებას 2 საათის ინტერვალით სთავაზობს, თუმცა კომპანიას უჭირს გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიწოდების სერვისით მომხმარებლის დროული დაკმაყოფილება.

CNN-ის ინფორმაციით, Walmart-ის კონკურენტი კომპანია Amazon-იც აქტიურად ნერგავს თვითმართვადი ავტომობილებს მიწოდების სერვისში. ამ მიზნით Amazon-მა გასულ წელს შეიძინა თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Zoox-ი.

ამ ეტაპზე, Walmart-იც და მისი კონკურენტი კომპანია Amazon-იც აქტიურად სწავლობენ რამდენად შეამცირებს თვითმართვადი ავტომობილების დანერგვა მათ ხარჯებს, რადგან კომპანიები ამ ეტაპზე რამდენიმე ათას მძღოლს ქირაობენ მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.