მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი კორონავირუსთან საბრძოლველად $25 მილიონს გამოყოფს

5e71e785cab99
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.20 13:45
904
Walmart-ი და Walmart Foundation-ი 25 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფენ კრონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თანხა გადანაწილდება გრანტების სახით ჯანდაცვაზე, საკვების უზრუნველყოფაზე და სხვადასხვა სექტორებზე. გრანტის გამოყოფის პირველი ნაწილი ამ კვირაში დაიწყება.

• 5 მილიონი აშშ დოლარი - კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაიხარჯება;

• 10 მილიონი აშშ დოლარი - საკვები მარაგების შევსებაზე;

• 10 მილიონი აშშ დოლარი - საზოგადოებაზე და გლობალურ ბაზრებზე;

„საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და დღეს სწორედ ასეთი მდგოამრეობა გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გრანტი COVID-19-ის ეფექტის გავლენის შემცირებას დაეხმარება“, - განაცხადა Walmart Foundation-ის პრეზიდენტმა ქეთლინ მაკლაფინმა.

18 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 6,524 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა (ბოლო 24 სთ-ში +113), გარდაიცვალა 116 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +7), ხოლო გამოჯანმრთელდა 106 ინფიცირებული.