მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი მოდის ინდუსტრიაში შესვლას განიხილავს

609d37515f739
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.21 21:45
627
სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი მოდის ინდუსტრიაში შესვლას განიხილავს. როგორც კომპანიამ განაცხადა, ის სტარტაპ Zeekit-ს შეიძენს, რომელიც ტანისამოსის გამოსაცვლელი ოთახის ფუნქციას ვირტუალურად ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

Walmart-ის თქმით, მალე კომპანია მომხმარებელს ტანისამოსის გაყიდვების ონლაინ პლატფორმას შესთავაზებს და სწორედ ამ მიზნით სჭირდება აღნიშნული სტარტაპის შეძენა, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე არ ასახელებს რა რაოდენობის თანხის გადახდას აპირებს.

მას შემდეგ, რაც Walmart-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აპლიკაცია გაეშვება, მომხმარებელი შეძლებს საკუთარი ფოტოს ატვირთვის შემდეგ სპეციალურ გრაფაში მიუთითოს საკუთარი სიმაღლე და წონა და ასე მოიზომოს ტანისამოსი ვირტუალურად. ამასთან, მეგობრის პროგრამაში დამატების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ტანისამოსთან დაკავშირებით მისი კონსულტაციები მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ Walmart-ისთვის ტანისამოსის კოლექციაზე დიზაინერი ბრენდონ მაქსველი იმუშავებს, რომელიც ხშირად უკერავს კაბებს მიშელ ობამას და ლეიდი გაგას.