მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ის ონლაინ გაყიდვები გაიზარდა

5e4c1580e2792
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 20:40
1555
Walmart-ის ონლაინ გაყიდვები გაიზარდა. თუკი ზრდა ამავე ტენდენციით გაგრძელდება, კომპანია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილ ონლაინ რითეილერ კომპანია Amazon-ს. მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპანია გაყიდვების 41%-იანი ზრდის შესახებ აცხადებს, ხოლო წლის ჭრილში მატებამ 35%-ი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Walmart-ს საინტერესო გზის გავლა მოუწია ონლაინ გაყიდვების გასავითარებლად. კომპანიამ ონლაინ გაყიდვებზე ზრუნვა 2016 წელს დაიწყო, მაშინ კომპანიამ 3.3 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა Jet.com-ის პლატფორმის შესაძენად.

Walmart-ის ელექტრონული კომერციის ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ონლაინ სასურსათო შეკვეთებია. ამ სეგმენტში კომპანია ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. ის მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ლოიალურ ბარათებს და სპეციალური პროგრამის წევრობას, რის მეშვეობითაც სურსათი პირდაპირ მომხმარებლის მაცივართან აღმოჩნდება ხოლმე.

ანალიტიკოსების ვარაუდით, Walmart-ის ბიზნესი 142.54 მილიარდის შემოსავალს მიიღებს მე-4 კვარტალში, რაც 2.7%-იანი მატებაა. მოცემული პერიოდისთვის, Walmart-ის საბაზრო ღირებულება 333 მილიარდი აშშ დოლარია, რაც დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ბოლო 12 თვის მანძილზე.