მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძის რჩევა ბიზნესს და თემურ ჭყონიას პასუხი

5f72ddae6f490
თათია ჩაფიჩაძე
29.09.20 11:47
4879
"გაცვლითი კურსის რისკი არის ბიზნესის ფინანსური მართვის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს...“, - რამდენიმე დღის წინ ლარის კურსთან გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ არაერთი ბიზნესმენი გააღიზიანა თუ გააბრაზა, ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად. მათ შორისა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელიც.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოუაროს თავის თავს“, - ამბობს bm.ge-ისთან თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, ეროვნული ვალუტის ასეთი მერყეობის პირობებში სავალუტო რისკების დაზღვევა შეუძლებელია.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოუაროს თავის თავს. ბიზნესი თავის თავს ისედაც უვლის, რადგან 30 წლის განმავლობაში ჩვენ ისეთი ქარტეხილი გვაქვს გამოვლილი, რომ მისი (კობა გვენეტაძის) რჩევა არ გვჭირდება. არსებობს საპროგნოზო დერეფნები და ეროვნულმა ბანკმა ასეთ შემთხვევაში უნდა გვითხრას, საიდან სადამდეა ეს საპროგნოზო მაჩვენებლები, გულთმისანი ხომ არ ვიქნები?! რა პროგნოზი უნდა გავაკეთო, როდესაც 1 სექტემბერს ერთი კურსია და 20 დღის შემდეგ სრულიად განსხვავებული?! თქვას (კობა გვენეტაძემ) რომ 1-დან 20 სექტემბრამდე მოსალოდნელია ასეთი მასშტაბის გაუფასურება მაშინ გავაკეთებ პროგნოზს”, - აცხადებს თემურ ჭყონია.