მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walt Disney-ი 60-მდე მაღაზიას დახურავს

6040d01a5d9c5
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.21 21:40
542
Walt Disney 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში 60-მდე მაღაზიას, ე.წ. Disney Store-ს დახურავს, რაც კომპანიის მაღაზიების დაახლოებით 20 პროცენტია. მიზეზი კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტრონულ კომერციაზე იქნება ორიენტირებული, რაც ტრადიციული მაღაზიების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

როგორც Walt Disney-ში ამბობენ, კომპანია გააუმჯობესებს ShopDisney-ის ვებგვერდს, სადაც უმოკლეს დროში განთავსდება მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის ტანისამოსი მოზრდილთათვის.

Walt Disney-ი აცხადებს, რომ 2020-ში კომპანიის გაყიდვები ელექტრონული პლატფორმით თითქმის 32.4%-ით გაიზარდა და 791 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ Walt Disney-ის 300-მდე Disney Store-ი აქვს მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა უმეტესობაც კორონავირუსის დაწესებული ლოქდაუნების გამო დაკეტილი იყო.