მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამახალისებელი გათამაშება Mastercard-სგან: შავ პარასკევს ყოველი საათი მომგებიანია Mastercard-თან

5ddfd205e9111
BM.GE
28.11.19 17:55
1394
Mastercard შავ პარასკევს განსაკუთრებული სიურპრიზებით ხვდება და თავის მომხმარებლებს სოლიდური ფულადი პრიზების მოგების შანსს აძლევს.

წამახალისებელი გათამაშება 29 ნოემბერს "თბილისი მოლში" 15:00-23:00 საათების განმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველას, ვინც 29 ნოემბერს დილის 10 საათიდან საღამოს 11-ის ნახევრამდე, ნებისმიერ ადგილას განახორციელებს 50 ლარის და ზემოთ ტრანზაქციას საქართველოში გაცემული Mastercard-ის ბარათით POS ტერმინალებზე და გადახდის დამადასტურებელ ქვითარს "თბილისი მოლის" ცენტრალურ ატრიუმში განთავსებულ Mastercard-ის სტენდთან მიიტანს.

გათამაშების მონაწილე ყოველი ქვითრის (50 ლარის და ზემოთ) საფუძველზე გათამაშების ბილეთს მიიღებს, მან უნდა შეავსოს ბილეთის ერთი ნაწილი პირადი მონაცემებით (სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი) და მოათავსოს დოლურაში, ხოლო მეორე ნაწილი უნდა შეინახოს გათამაშების დასრულებამდე. (დამატებით წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: www.bit.ly/2KYBFce)

Mastercard-ის გათამაშების წამყვანები 3-დან 11 საათამდე, საათში ერთხელ 3 გამარჯვებულს გამოავლენენ, ანუ მთელი დღის მანძილზე 27 ადამიანი გახდება 50-დან 1000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზის მფლობელი.

"Mastercard ყოველდღიურობის ნაწილია, იგი აერთიანებს გადახდებს იქ, სადაც მუდმივად გვჭირდება - მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, ონლაინ ეკოსისტემაში. დღეს Mastercard უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გადახდის სისტემა, ეს არის სწორი გზა და გასაღები ახალი შეთავაზებებისა და მეტი სარგებლისკენ. რაც მთავარია, Mastercard ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ცდილობს მუდმივად წაახალისოს და დაასაჩუქროს ისინი.

გამოიყენეთ მოგების შანსი, 29 ნოემბერს Mastercard-ის ჯადოსნური დოლურა თბილისი მოლში გელოდებათ!", - აცხადებენ Mastercard-ის წარმომადგენლობაში.

(NS)