მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლებზე ფასების რეგულირების რისკები: "შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტი გაქრეს"

5d766e0ab3692
სალომე მეცხვარიშვილი
14.09.19 18:30
1422
"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი სახელმწიფოს მიერ წამლების ფასის დარეგულირებაში გარკვეულ რისკებს ხედავს.

მისი თქმით, ამან შეიძლება ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, რაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც მოხდა.

"მთავარია, რა მედიკამენტებზე გავრცელდება რეგულაცია და რა მექანიზმით, ასევე, როგორი იქნება წინამოსამზადებელი ეტაპი.

საქართველოში რეგულაციაზე დასაწყისისთვის შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ მედიკამენტებზე, როგორიც არის ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი წამლები, თუმცა ეს უნდა იყოს მცირე ნაწილი, რადგან ასეთი რეგულაციების შემოტანის მაგალითები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებობს და ამან ძალიან ნეგატიური შედეგი მოიტანა.

რისკები საკმაოდ ბევრია. მთავარი რისკი რაშია? – არ მოხდეს მედიკამენტების ბაზრიდან გაქრობა, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორედ მომხმარებლის ინტერესს დააზიანებს.

ფასთა რეგულაციის ყველა მედიკამენტზე ერთად შემოღება, უბრალოდ არ იქნება გამართლებული", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

კითხვაზე, რა სახით შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია, ირაკლი მარგველაშვილი საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს.

"რეგულაცია არსებობს სხვადასხვანაირი - ზოგიერთი ქვეყანა კონკრეტულ ფასს აწესებს, რა ფასის მედიკამენტები უნდა შევიდეს ქვეყანაში. ქვეყნების ნაწილი აწესებს ზღვარს - რამდენი შეიძლება დაამატოს საბითუმო რეალიზატორმა, საცალო რეალიზატორმა და ა.შ.

რეგულაცია საერთოდ არ არის აშშ-ში, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ზოგადად, მსგავსი რეგულაცია დამოკიდებულია - ბაზრის მოცულობასა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მედიკამენტების ფასებს ნაწილობრივ დაარეგულირებს.