მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლის ფასზე კონტროლის დაწესება კატასტროფულ შედეგს მოიტანს - გოცირიძე

637cc73518955
მარიამ ვარადაშვილი
22.11.22 17:10
816
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ წამლის ფასის კონტროლი ქვეყანას კატასტროფულ შედეგს მოუტანს. როგორც მან პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას თქვა, სადაც მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას უსმენდნენ, მთავრობა ფასის კონტროლის აღსრულებას ვერ შეძლებს.

“ეს ისევე დამთავრდება როგორც თქვენი ინიციატივა რეცეპტებთან დაკავშირებით. კატასტროფული შედეგები იქნება. ასეულ ათასობით საქონელზე ფასი ვერასდროს გაკონტროლდება. იქ, სადაც ფასების კონტროლია, არსებობს უძლიერესი რეპრესიული აპარატი. შეუძლებელია საქართველოს პირობებში ამის გაკონტროლება და ეს ინიციატივა კრახით დამთავრდება. ფასების კონტროლი ყოველთვის ნიშნავს საქონლის დეფიციტს. შედეგად საქართველოდან მოხდება მედიკამენტების გაწოვა, წავა სომხეთში, რუსეთში და აზერბაიჯანში”, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. რეფერენტული ფასების დაწესება ნიშნავს ზღვრის დადგენას. სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია.

ხუთი ქვეყანა, რომელთა მოდელსაც საქართველო რეფერენტული ფასების დადგენისას გამოიყენებს