მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლის კანონში ცვლილებებს რაიმეს გაუარესების, ან პრობლემების აღმოფხვრის პოტენციალი არ აქვს - გაბუნია

5f058aff1975c
ინგა მურუსიძე
08.07.20 12:49
648
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ წამლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ის პოტენციალი არ აქვს, რომ ფარმაცევტულ სფეროში რაიმე გააუარესოს, ან პრობლემები აღმოფხვრას. განცხადება გაბუნიამ დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"მინდა ვთქვა, რომ კანონპროექტი შეეხება ფარმაცევტული სფეროს ძალიან მცირე სეგმენტს და ამ კანონპროქტს არ აქვს ის პოტენციალი, რომ დღეს ან გააუარესოს, ან სრულად აღმოფხვრას ის პრობლემები, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე გვაქვს. ზოგადად, თუ ფარმაცევტულ ბაზარს გადავხედავთ, მიუხედავად მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის სიმცირისა, წამლების ფასის ზრდის შემცირება ვერ შევძელით და ეს არის ფაქტი - წამლის ფასები იზრდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო ერთიანი, კომპლექსური რეფორმა და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"წამლის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებები რეგისტრაციის ვადის 7-დან 15 დღემდე გაზრდას ითვალისწინებს.