მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წარმოებაში 6 რობოტი გვყავს... ბაზარზე ინჟინრების პოვნა რთულია“ - GEORGIAN PRODUCTS

64806e03a2a43
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.23 10:02
3421
Georgian products-მა წარმოებაში გერმანული ბრენდის KUKA-ს რობოტების გამოყენება 2021 წელს დაიწყო. ამ დროისთვის კომპანიის საწარმოში 6 რობოტი სრულ ციკლშია ჩართული. თუმცა კომპანიის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე გადაცემა #წერტილში რობოტების მომსახურების სფეროს განვითარების დაბალ დონესა და კადრების დეფიციტზე საუბრობს.

მისი თქმით, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა კომპანიისთვის გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში რობოტების ინჟინრები არ არსებობენ.

„დღეისთვის 6 რობოტი გვყავს. ამ შემთხვევაში პრობლემატურია ამ რობოტების მომსახურების სფერო. რთულია რობოტი-ინჟინრების პოვნა, რომლებიც წარმოებაში გეყოლება. რობოტები გავმართეთ და დაიწყეს მუშაობა; ამ პროცესის წარმართვა, ოპერატორობა - ღილაკზე ხელის დაჭერა ადვილია, მაგრამ სერვისი, მომსახურება, ტვინში შესვლა... ჩვენს ბაზარზე ასეთი კადრები არ არის. კომპანიაში ამის ერთი სპეციალისტი გვყავს.
ჩვენი აკვიატება იყო, რაც შეიძლება გავძლიერებულიყავით და ტექნოლოგიები შემოგვეტანა... ახლა გამოწვევაა, ჯერჯერობით ვუმკლავდებით, მაგრამ ვნახოთ“, - ამბობს ბარდაველიძე.

კითხვაზე - ზოგადად რა მდგომარეობაა Georgian products-ში კადრების დეფიციტის კუთხით, დამფუძნებელი ამბობს, რომ კადრების გადინებას პოსტპანდემიურ პერიოდში ელოდნენ.

„გვაქვს გადინებები, მათ შორის ობიექტური. კადრების გადინება ადრე 6-7%-ის ფარგლებში იყო, თუმცა პანდემიის შემდგომი ტენდენცია უფრო მაღალია. ამას ველოდი. ეს პროცესები სხვადასხვა პერიოდში ყველა ქვეყანამ გაიარა. კომპანიაში ისეთი შემთხვევებიც გვქონია, რომ წასულან და ქვეყანაში დაბრუნებულები ისევ ჩვენთან მოსულან სამუშაოდ“, - აღნიშნავს ბარდაველიძე და დასძენს, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესების პარალელურად დასაქმებულებს ანაზღაურების მოლოდინები აქვთ, რა დროსაც მეწარმე ფრთხილად უნდა იყოს.

რობოტების დახმარებით Georgian Products-მა წარმოება გაასამმაგა