მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოების კუთხით შეფერხება არ გვქონია - NOVA-ს გენდირექტორი

5f1b04c3901a2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 22:00
983

ჩვენი წარმოება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში იყო გაჩერებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვები გამკაცრდა - ამის შესახებ BM.GE-ის სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზატორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სხვა პერიოდში წარმოება სრული დატვირთვით მუშაობდა და მარაგებს ქმნიდა.

„რეალურად აღმოჩნდა, რომ ჩვენ სეზონს შევხვდით საკმაოდ მომზადებულები. წარმოების კუთხით, რასაც შეიძლება შეფერხება დავარქვათ, არ გვქონია“, - აღნიშნავს ედიშერ ხიმშიაშვილი.

„ნოვას“ გენერალური დირექტორი დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობის პროგრამებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებზეა გათვლილი და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებამ ბიზნესები წაახალისა.

„ჩვენ არ გვქონია სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები. არ შეგვიჩერებია გადასახადების გადახდა, რეალურად სახელმწიფოს მიერ საშემოსავლოს გადასახადის თანხის გარკვეულ მოცულობაზე მოხდა გათავისუფლება, რაც თანამშრომლების კეთილდღეობაზე მივმართეთ“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, საქმიანობის აღდგენის შემდეგ „ნოვას“ დასაქმებულთა რაოდენობა 35 ადამიანით გაიზარდა და დღეისთვის 470 ადამიანს შეადგენს.