მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოუდგენელია, ერთ ადამიანს ერთი პოლიციელი მივუჩინოთ, რომ კანონი არ დაირღვეს - მაია ბითაძე

61659e1cbe0e5
ინგა მურუსიძე
12.10.21 21:00
1129
შეუძლებელია ერთ ადამიანზე ერთი პოლიციელი დავაყენოთ, რომ მოსახლემ კანონი არ დაარღვიოს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სამშენებლო კუთხით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, თუმცა რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა, ეს უცნობია.

„სამწუხაროა, რომ კვლავ ფეთქდება ე.წ. დამალული ბომბები, რომელიც გამოწვეულია 90-იანი წლების ქაოტური განაშენიანებით და შემდგომ 2012 წლამდე სამშენებლო რეგულაციების პრაქტიკულად გაქრობით. ამ ყველაფრის შედეგებს ვიწვნევთ დღეს. რეგულაციების შექმნა დაიწყო 2014 წლიდან. კვლავ რჩება საკითხები, რაც მოსაგვარებელია, მათ შორის აღსრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რაც პრემიერმა დააანონსა, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად მოსახლეობაც ყურადღებით იყოს, რადგან წარმოუდგენელია, ერთ ადამიანზე ერთი პოლიციელის მიჩენა, რომ მოსახლემ კანონი არ დაარღვიოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ თითოეულ შენობას აქვს ექსპლუატაციის თავისი წესები და არ შეიძლება ამ წესების დარღვევა.

მაია ბითაძემ საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა ბიუროს სხდომაზეც, სადაც თქვა, რომ „მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს - სწორი იქნება ამ საკითხებზე მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება.