მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წარმოუდგენელია შიდა ტურიზმით ჩაანაცვლო ის, რაც გვქონდა“ – Go Tour

5f09e5b9a042f
ნუცა ბაზლიძე
11.07.20 21:06
1857
ტურისტულმა კომპანია “Go Tour”-მა, რომელიც გამყვან და შემომყვან ტურიზმზე იყო ორიენტირებული, კორონავირუსის ფონზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებით პროფილი შეიცვალა და შიდა მიმართულებებზე კონცენტრირდა. ამის შესახებ BM.GE-ის “Go Tour”-ის დორექტორმა ნინო წიკლაურმა განუმარტა.

როგორც ნინო წიკლაური აღნიშნავს, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეისწავლეს ბაზარი, კონკურენტუნარიანობისთვის სერვისისა და ხარისხის ასპექტებს მიანიჭეს პრიორიტეტი და ამ თვალსაზრისით, მათ შეთავაზებაში ე.წ All-inclusive ტურები მოიაზრება.

„წარმოუდგენელია შიდა ტურიზმით ჩაანაცვლო ის, რაც გვქონდა, თუმცა ვცდილობთ, არ გავჩერდეთ. დავიწყეთ განსხვავებული და გამორჩეული მიმართულებები, იმ მხრივ, რომ რეგიონებში ისეთ ტურისტულ ატრაქციებს ვეძებთ, რაც სხვა ტურებში არ არის წარმოდგენილი“, - აღნიშნავს ნინო წიკლაური.

ბაზრის უკეთ შესწავლისა და ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ნინო წიკლაურმა Facebook-ის პლატფორმაზე ჯგუფიც (Go Tour - მოგზაურობა საქართველოში) შექმნა, სადაც გამოკითხვის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ინტერესის თვალსაზრისით, თუშეთი ლიდერობს.

როგორც ნინო წიკლაური განმარტავს, ტურებისთვის მოიაზრება ქართული ცეკვის მასტერკლასების დამატებაც. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ტურებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების თანხლებით ატარებენ.

სამომავლოდ, ნინო წიკლაურის განმარტებით, ტრადიციულ საქმიანობასთან ერთად, შიდა ტურიზმის ხაზის გაგრძელებასაც განიხილავენ. ამ ეტაპზე კი აღნიშნული მიმართულება ძირითადად კომპანიის ფუნქციონირების შენარჩუნებას ემსახურება.

„ერთი სული გვაქვს, რომ შევძლოთ ძირითად საქმიანობასთან დაბრუნება“, - დასძენს „Go Tour”-ის დირექტორი.