მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Warner Bros – ფილმების გამოსვლის განრიგი შეიცვლება

5e9ef37900bcd
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.20 21:50
1389
Warner Bros.-ი აანონსებს, რომ ფილმების გამოსვლის განრიგი კორონავირუსის გამო შეიცვლება, რაგდან ამ ეტაპზე უცნობი რჩება, როდის იქნება შესაძლებელი კონო-თეატრების გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც Warner Bros.-ი იუწყება, კრისტოფერ ნოლანის ფილმი „დოგმა“ (Tenant) და „ქალი საოცრება“ (Wonder Woman) იმ ფილმების რიგებს განეკუთვნება, რომელთა გამოსვლის განრიგიც ცნობილია და მათ მაყურებელი ივლისის და აგვისტოს თვეში იხილავს.

აღსანიშნავია, რომ უილ სმიტის მონაწილეობით ფილმი „მეფე რიჩარდის“ პრემიერამ ერთი წლით გადაიწია და 2020 წლის ნოემბრის ნაცვლად 2021 წლის ნოემბერში გაიმართება.

ასევე Warner Bros.-ის განცხადებით, ფილმი ბეტმენი 2021 წლის 25 ივნისის ნაცვლად 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოვა, ხოლო „ფლეში“ 2022 წლის 2 ივნისის ნაცვლად 2022 წლის 1 ივლისს.

როგორც გამოცემა წერს, ფილმების გამოსვლის თარიღის გადაწევა წმინდა ფინანსური თვალსაზრისით აიხსნება, რადგან კინოსტუდია კინო-თეატრებში გამართული პრემიერებიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს.