მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა “სასიამოვნო” ინფორმაციას აანონსებს მთავრობა "ბორჯომზე"? - ფინანსთა მინისტრის პასუხი

626fa6b43f1f0
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.22 13:43
5113
დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა “ბორჯომთან” დაკავშირებით BMG-ის კითხვებს უპასუხა. მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ იქნება “ყველა ნაბიჯი გადადგმული”, რათა კომპანიამ გააგრძელოს საქმიანობა.

შაბათს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვით, საქართველოს მთავრობა "ბორჯომთან" დაკავშირებით საზოგადოებისთვის “სასიამოვნო” სიახლეს უახლოეს მომავალში წარადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებაზე მუშაობს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო.

“ბორჯომს დაუდგა ნამდვილად პრობლემა, რადგან მისი დამფუძნებლების ნაწილი არის სანქცირებულთა სიაში, რამაც ბუნებრივია შესაბამისი ასახვა ჰპოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე და შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ გააგრძელოს თავისუფლად ოპერირება.

ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რათა კომპანია ბორჯომმა გააგრძელოს საქმიანობა, გააგრძელოს პროდუქციის წარმოება და გააგრძელოს საოპერაციო საქმიანობა, ძალიან ბევრია დასაქმებული ამ კომპანიაში პირდაპირ და არაპირდაპირ. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ. მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია საჯარო გახდეს ესეთი ინფორმაცია,”- პასუხობს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი BMG-ის.

პარასკევს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ განაცხადა, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს "ბორჯომის" ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი სანქციების გამო მათთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაა.

რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის 40%-იან წილს კვლავ ინარჩუნებს პატარკაციშვილების ოჯახი.

დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.