მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარუმატებელი მოწყობილობები ტექნოლოგიების სფეროში

5ca219e9b3b6f
მარიამ ადამია
02.04.19 00:28
1240
ტექნოლოგიები, ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება და ნერგავს სიახლეებს - ქმნის და სთავაზობს აუდიტორიას ახალ მოწყობილობებს, უადვილებს ადამიანებს ცხოვრებას ან ხშირად საერთოდ ცვლის მთელს მსოფლიოს, თუმცა ტექნოლოგიების ისტორია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სფერო, წარუმატებლობის გარეშე არ დარჩენილა და იყო გაჯეტები, რომლებმაც არ გაამართლეს და ვერ შეძლეს მომხმარებლების მოპოვება.

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება კომპანია Apple-ის პროდუქტი, რომელსაც ერთდროულად სამი მოწყობილობის დამუხტვა შეუძლია, AirPower-ით დამუხტვა Apple-ის ზოგიერთ მიმდინარე პროდუქტსა და ყველა ახალს შეუძლია, თუმცა მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ მოიპოვა პოპულარობა.

ასე მოხდა Google Glass-ის შემთხვევაშიც. მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია პატარა დისპელით, მაგრდება მარჯვენა თვალის მოპირდაპირე მხარეს. მისი ჩარჩო მოქნილია და მარცხენა მხარეს დამატებითი ლინზების დაყენებაცაა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია "Google Glass"–ის მართვა ხმოვანი ბრძანებებით, შეუძლია სთხოვოს მოძებნოს მონაცემები Google–ის საძიებო სისტემის საშუალებით, გადაიღოს ფოტო ან ვიდეო, დაიწყოს ვიდეო ჩატი სხვა მომხმარებლებთან, ან გამოიყენოს ნავიგაცია, მაგრამ როგორც ჩანს მომხმარებლები ამ სიახლემ არ მოხიბლა და მოწყობილობა წარუმატებელთა სიაშია.

Vestifinance-ის ინფორმაციით, კიდევ ერთი ჭკვიანი, თუმცა წარუმატებელი მოწყობილობა „სნეპჩეტის“ პროდუქტია. ჭკვიანი სათვალეები, რომლებშიც კამერაა ჩამონტაჟებულინ და ჯამში, 130 დოლარად იყიდება. მას ერთ ჯერზე 30 წამიანი ვიდეოების გადაღების საშუალება აქვს, თუმცა მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს ვიდეოს გადაღების შემდეგ მათი ატვირთვა და გამოყენება ინტერნეტ სივრცეში არ შეუძლიათ. დღევანდელი მონაცემებით, კომპანია დარჩენილი სათვალეების ამოყიდვას, უნივერსიტეტების კამპუსებსა და წიგნის მაღაზიებში ცდილობს.

ანალოგიურად ამოყიდვაზე მუშაობენ დღეს Juicero-ს შემქმნელებიც, რომლის საწყისი ღირებულება 699$ იყო, ფუნქცია კი, მხოლოდ ფრეშის გაკეთებას გულისხმობდა. მოწყობილობით დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობის სიმცირის გამო, ფასი ბაზარზე ყოველწლიურად მცირდებოდა და ის 399 დოლარამდე ჩამოვიდა, პარალელურად კი, გამოგონება, კრიტიკის მთავარი ობიექტიცაა.

რაც შეხება ჭკვიან საათებს, აქაც იყო წარუმატებლობა, თუმცა არა კომპანია Apple-ის შემთხვევაში. ანუ მსგავსი საათი Pebble Technology-მაც შექმნა, რომელიც სმარტფონის გამოყენების გარეშე, სწრაფად და მარტივად, იმავე ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიახლემ კონკურენციას ვერ გაუძლო და მომხმარებლების ნდობა და დაინტერესება ვერ შეძლო.