20.იანვარი .2020 21:19

წარწერა “ქირავდება” ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ობიექტებზე დღითიდღე მრავლდება

views 4137
უკან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბევრ შენობაზე შეხვდებით წარწერას "ქირავდება", რადგან დაიხურა ობიექტები, მათ შორის ბრენდული და ტექნიკის მაღაზიები. გადარჩნენ გაკოტრებას მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ფართი აქვს ან არის ქსელური კომპანია. გამოსავალი კი არ არსებობს, უნდა გაუძლონ, ასე ეუბნება მთავრობა კერძო სექტორს, ხოლო სავარაუდო დროდ ივნისს ასახელებენ. რამდენად აფერხებს ბიზნესის განვითარებას ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, bm.ge-მ ეს კითხვა ბიზნესმენს, ლაშა პაპაშვილსაც დაუსვა, რომელმაც უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სასტუმრო "ჰილტონი" უნდა გახსნას.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ 15 მარტისთვის გავხსნათ "ჰილტონი". ამბობენ, რომ 2 თვეში უნდა გაიხსნას გზა ყიფშიძემდე, ანუ ჩვენ გვაინტერესებს ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბერძენიშვილიდან ყიფშიძემდე მონაკვეთი, რომელიც ჯერჯერობით გადაკეტილია. ვიცი, რომ ამინდმაც უნდა შეუწყოს ხელი სამუშაოების დროულად დასრულებას და სხვა ბევრი ფაქტორებია კიდევ, თუმცა, ჩვენი მხრიდან თხოვნა არის მერიის სამსახურებისთვის, რომ ამხელა ინვესტიცია ჩავდეთ, დაახლოებით 80 მილიონზე მეტი და გვინდა, რომ არ შევფერხდეთ,” - აღნიშნა bm.ge-სთან საუბარში ლაშა პაპაშვილმა.

დღეს დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მდგომარეობა ასეთია: ბიზნესისთვის სახიფათოდ გადათხრილი გზებით, დაკარგული კლიენტებით, დახურული კომპანიებითა და იმედით, რომ მშენებლობები ოდესმე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა