მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარწერები "უსაფუარო პური", "0 შაქარი" და ა.შ., მარკეტინგული ხრიკებია - მალხაზ დოლიძე

63a569dec810a
BM.GE
23.12.22 12:37
1441
„მომავალი წლიდან ძალაში ახალი სასურსათო რეგულაცია შევა, რომელიც დამზადების ხარისხისა და პროდუქტის ეკოლოგიურობის კონტროლს მოიაზრებს და მთავარი მიზანია, რომ პურპროდუქტები მეტად გათვიცნობიერებულმა ადამიანებმა აწარმოონ“, - ამის შესახებ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე ცნობით, ამჟამად მწარმოებლები სხვადასხვა მარკეტინგულ ხრიკებს იყენებენ და პროდუქტის შესახებ მომხარებელს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„ზოგჯერ სასაცილო სიტუაციამდეც მივდივართ, როდესაც აწერენ - უსაფუარო პური, 0 შაქარი და ა.შ. ეს არის მარკეტინგული ხრიკები, რომელიც მომხმარებელს ტყუილ ინფორმაციას აწვდის და უნდა დამთავრდეს, რადგან ადამაინებმა ყველაფერი ზუსტად უნდა გაიგონ, პური კი იმ ადამიანმა უნდა აწარმოოს, რომელიც მარილს და საფუარს ერთმანეთისგან არჩევს.

აუცილებელია, რომ პურის მწარმოებელს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, თუ არ აქვს, არსებობს სასწავლებელი, რომელშიც შეუძლია გადამზადდეს, მიიღოს სერთიფიკატი და ამ დარგთან წვდომის უფლება მოიპოვოს, იმიტომ, რომ დღეს ძალიან ბევრ ბიოლოგიურ დანამატს და ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ, რომელიც, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვისაა დამაზიანებელი, პურის მწარმოებელი კი პურის ხარისხს უნდა არჩევდეს“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ პურპროდუქტებისა და ფქვილის მწარმოებელი სექტორი ერთ-ერთია, რომელსაც 2023 წლის 1 ივნისიდან საფრთხის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის, ანუ HACCP-ის სტანდარტის დანერგვა ევალება. მოთხოვნის დაკმაყოფილება ყველა ტიპის ობიექტს, მათ შორის მცირე ზომის თონეებსაც მოუწევთ.