მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება 2026 წელს გვიწევდა, თუმცა ვადამ 3 წლით გადმოიწია” - "აკეარ ჯორჯია"

62dbbde9ddaa1
თათია კაკიაშვილი
24.07.22 12:17
767
“რადგან პანდემიის გამო, წლიურად განხორციელებული ფრენების დრო შემცირდა, ტექნიკური მომსახურების გავლის ვადამ გადმოიწია, რაც ჩვენთვის დაუგეგმავი ხარჯი იყო”, - ამის შესახებ BMG-ის “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა.

“პანდემიამ ავიაციაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. საჰაერო ხომალდს, რომლითაც ჩვენ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ვოპერირებდით, ტექნიკური მომსახურების პროგრამით სამუშაოების ჩატარება 2026 წელს უწევდა. მაგრამ პანდემიის გამო, რადგან ფრენა ნაკლები საათებით ჰქონდა შესრულებული, ან საერთოდ არ ჰქონდა, მას ამ მომსახურების ჩატარება 2,5 და 3 წლით უფრო ადრე მოუწია.

ქარხანა-მწარმოებლის ბიულეტენის მიხედვით, ამ ტიპის ხომალდის ფრენის მინიმალური ზღვარი წელიწადში 501 საათია, ჩვენ ვიფრინეთ 280-301 საათი. ამავე ბიულეტენის მიხედვით, ხომალდებმა, რომლებიც წელიწადში 500 საათზე ნაკლებს დაფრინავენ, ტექნიკური მომსახურება დაჩქარებული წესით უნდა გაიარონ. ეს კი დამატებითი ხარჯია. პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება ნაწილების ინსპექტირება, ახალი სერტიფიკატები გამოიწერება, დაგვიბრუნდება სარემონტო ნაწილები, გარემონტდება, რაც საყიდელი და გამოსაცვლელი იქნება, გამოიცვლება. ეს უკვე დაუგეგმავი, კაპიტალური ხარჯებია, რაც ავიაინდუსტრიას საკმაოდ მსუყედ აწვება, მაგრამ უსაფრთხოება - უპირველეს ყოვლისა!” - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება სექტორში ფასების დასტაბილურებას, მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს ისევ და ისევ ფრენების სიხშირესა და კომპანიის შემოსავლებზეა დამოკიდებული. თუმცა, მისივე პროგნოზით, “აკეარ ჯორჯიას” დაახლოებით 2-2,5 წელი დასჭირდება ფეხზე დასადგომად.