მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრმა თავისი არჩევანი დააფიქსირა

61580e9d544c6
თელარა გელანტია
02.10.21 11:46
478
საბურთალოს ოლქის N 1 უბანზე დააფიქსირა არჩევანი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ხაზი გაუსვა არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას.

„დღეს იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილოება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რათა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.