ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა გეგმის მომზადებაში უშუალოდ ჩართულ პირებთან იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან მიღწეულ შედეგებს გაფრთხილება სჭირდება.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ ეკონომიკა თანდათან გაიხსნას და ინფიცირების მკვეთრი ზრდა თავიდან იყოს აცილებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთობლიობას - ტესტირების რაოდენობის ზრდის დინამიკის შენარჩუნებას, შეზღუდვების ეტაპობრივად, გონივრულად შემსუბუქებას და ვაქცინაციას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლის ნაწილიცაა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რათა ქვეყანა ტექნიკურად მზად იყოს ვაქცინაციის დასაწყებად.
როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. გეგმის მომზადებაში ჩართული ექსპერტებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მოთხოვნებთან, ამავდროულად, გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფები თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან.
მთავრობის მეთაურმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მომზადებაში ჩართულ ყველა ადამიანს, დარგის ექსპერტებს, სახალხო დამცველს და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის საჯარო გახდება.
ამასთან, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა