მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წავა თუ არა ENKA არბიტრაჟში? - იუსტიციის მინისტრის პასუხი

615193de31aca
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.21 14:28
980
თურქულმა გიგანმტა ENKA-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესის თაობაზე 2019 წლის 25 აპრილის შეთანხმებას წყვეტს. კომპანია აცხადებს, რომ ამის მიზეზი ხელშეკრულების პირობების მრავალი დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა. მთავრობა არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ არსებულ ვითარებაში საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს და შეუმდგარ პროექტში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. BMG-ის იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პასუხობს, რომ არბიტრაჟში წასვლა “რა თქმა უნდა კომპანიის უფლებაა.”

“თუკი რა თქმა უნდა კომპანია გადაწყვეტს და წავა იდავოს არბიტრაჟში, ეს რა თქმა უნდა მათი უფლებაა და სახელმწიფო გაატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებას. თუკი დაიწყება დავა ამ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ შემდგომ და რა თქმა უნდა ასე წინასწარ მთელ სტრატეგიას ვერ გავამხელთ,”- აცხადებს ბრეგაძე.

კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ENKA-სთან მოლაპარაკების შემდეგ პროექტის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ მორატორიუმს უნდა ემოქმედა იქამდე, სანამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დეტალური შესწავლა არ მოხდებოდა. მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, დაიწყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის პროცესი, თუმცა აღნიშნული მედიაცია ჰიდროელექტროსადგურის მოწინააღმდეგე მხარემ დატოვა.

ამასთანავე, 2021 წლის ივნისში პროექტთან დაკავშირებით არსებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკული განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს," - განაცხადა პრემიერმა.

BMG-ის კითხვაზე, თუ რა პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ კონტრაქტის ხელმოწერის პერიოდში კონტრაქტი სამინისტროს მიერ იყო დადასტურებული.

“რაც შეეხება იმ პროცედურას, როგორ იდება ხელშეკრულება, იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია ექსპერტიზაზე და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისის გარეშე არცერთი კონტრაქტი არ გამოდის მთავრობაზე დასამტკიცებლად,”- პასუხობს რატი ბრეგაძე.