მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WB: COVID-19-სგან გამოწვეული რეცესია 2-ჯერ უარესი იქნება 2009 წლის ფინანსურ კრიზისზე

5f03000c0a935
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.20 18:47
1158
მსოფლიო ბანკი (World Bank) აცხადებს, რომ COVID-19-სგან გამოწვეული რეცესია 2-ჯერ უარესი იქნება 2009 წლის ფინანსურ კრიზისთან შედარებით.

ამასთანავე, როგორც ბანკი აღნიშნავს, 2020 წლის რეცესია იქნება ყველაზე ღრმა 1945-46 წლის შემდეგ, ხოლო განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის (EMDEs) წარმოების სიმძლავრე სავარაუდოდ, წელს ბოლო 60 წლის მინიმუმზე იქნება.

2020 წელს, ეკონომიკური აქტივობის შემცირება მოსალოდნელია სხვადასხვა სექტორში, როგორიც არის გლობალური ვაჭრობა, ნავთობის მოხმარება და ასევე, სერვისის მიმწოდებელი სეგმენტები. ასევე, მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 1965 წლის შემდეგ, პირველად მიაღწევს უმუშევრობის ნიშნული მაქსიმუმს მსოფლიოს მასშტაბით.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს 5.2%-ით შემცირდება. ამასთან, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ეკონომიკური საქმიანობა სავარაუდოდ 7%-ით დაიკლებს, ხოლო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში - 2.5%-ით. რაც შეეხება, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, ის 3,6%-ით შემცირდება, რაც წელს მილიონობით ადამიანს უკიდურეს სიღარიბეს უქადის.

მსოფლიო ბანკი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას 2021 წლიდან ელოდება და ბანკის პროგნოზით, გლობალური ზრდა 2021 წელს 4,2%-ს მიაღწევს, მათ შორის, ეკონომიკა წამყვან ქვეყნებში 3.9%-ით გაიზრდება, ხოლო - განვითარებადში 4,6%-ით.