მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WB: გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს

5f638d056ef35
ნათია თაქთაქიშვილი
17.09.20 21:40
714
მსოფლიო ბანკის (World Bank) მთავარი ეკონომისტის კარმენ რაინჰარტის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი ვარაუდით იქნება სწრაფი აღმასვლა, როდესაც კარანტინთან დაკავშირებული ყველა შემზღუდველი ზომა გაუქმდება, თუმცა სრულ აღდგენას ხუთი წელი დასჭირდება“, – განაცხადა რაინჰარტმა მადრიდში გამართულ კონფერენციაზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, პანდემიით გამოწვეული რეცესია ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დიდ ხანს გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს უთანასწორობას, რადგან კრიზისი უფრო მეტად დააზარალებს ღარიბ სახელმწიფოებს, ვიდრე მდიდრებს და ასევე მოსახლეობის ღარიბ ფენებს ქვეყნებში.

მსოფლიო ბანკის ეკონომისტის პროგნოზით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, გაიზრდება სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი.