09.ივნისი .2020 19:20

WB: მსოფლიო 1940 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას განიცდის

WB: მსოფლიო 1940 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას განიცდის
views 787
უკან

მსოფლიო ბანკის (World Bank) განცხადებით, მსოფლიო უპრეცედენტო ჯანმრთელობის და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რომელიც გასაოცარი სისწრაფით ვრცელდება და 1940 წლის შემდეგ იწვევვს ყველაზე დიდ შოკს გლობალურ ეკონომიკაში. სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Time ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკური აქტივობა 5.2%-ით შემცირდება, რაც ყველაზე ღრმა რეცესიაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1945-46 წლებში გლობალურმა ეკონომიკურმა ვარდნამ 13.8%-ი შეადგინა).

წლევანდელი 5.2 პროცენტიანი შემცირება, მეოთხე ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნაა ბოლო 150 წლის განმავლობაში. ეკონომიკური რეცესიის უარესი შედეგები მხოლოდ დიდი დეპრესიის დროს, 1930 წელს დაფიქსირდა, ასევე პირველი მსოფლიო ომის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 90%-ზე მეტ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ვარდნის გამო, მკვეთრად დაეცემა ერთ ადამიანზე შემოსავლის რაოდენობა და ჯამურად შემცირება 6.2%-ს გაუტოლდება.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მიმდინარე წელს GDP აშშ-ში 7%-ით შემცირდება, ხოლო 3.9%-ით გაიზრდება 2021-ში. ეკონომიკური ზრდა წელს აშშ-ში 5.9%-ზეა ნავარაუდები.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს 1%-მდე შემცირდება, ხოლო მომავალი წლიდან 6.9%-მდე გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება ევროპის 19 ქვეყანას, რომელიც ევროს იყენებს ანგარიშსწორების საშუალებად, მსოფლიო ბანკის ვარაუდით, მათი ეკონომიკა 9.1%-ით შემცირდება, ხოლო მომავალი წლიდან 4%-ით გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა