მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

63ac68644de47
BM.GE
28.12.22 20:23
598
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)- ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აკრძალვის მიზეზი, მიწა-კლდის მასის ჩამოშლაა, რის გამოც დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.