27.მაისი .2022 08:30

დღეს პარლამენტში პრემიერი და სამი მინისტრია დაბარებული

დღეს პარლამენტში პრემიერი და სამი მინისტრია დაბარებული
views 463
უკან

დღეს პარლამენტში მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და სამი მინისტრია დაბარებული.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ლელომ დაიბარა.

რაც შეეხება მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტერპელაციის ფორმატში „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია, ხოლოდ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

„პარასკევს გვაქვს ინტერპელაცია და პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და სამი მინისტრი მოდის. რეგლამენტის მიხედვით, თითოეულზე 2:45 საათი იქნება გათვლილი; რადგან ეს 12:00 საათზე დაიწყება, შესაძლოა, ხანგრძლივობა ღამის 12 საათსაც გადასცდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 25 მაისის ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა