მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში სესხის პროცენტი თითქმის გაორმაგდება - რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაზარდეს

621c7b10dcf17
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.22 11:37
961
რუსეთი მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის საფასური 107 რუბლს შეადგენს, რაც 24 საათში 27%-იანი გაუფასურებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუბლმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა.

ასეთი გაუფასურების ფონზე, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის საფრთხე შეიქმნა, რის გამოც, დღესვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში აქამდე არ ყოფილა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში წერს, რომ "ვითარება კარდინალურად შეიცვალა". შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით რუბლში არსებული სესხების განაკვეთები მკვეთრად გაიზრდება. 

რუსეთში საბანკო და სავაჭრო პანიკაა მოსალოდნელი, დღეს ქვეყნის საფონდო ბირჟის გახსნა დროებით გადაიდო, იქამდე კი კომპანიები ამზადებენ გეგმებს, რა მოიმოქმედონ რეკორდული ვარდნის და ბირჟის სრული კოლაფსის შესარბილებლად.