საინვესტიციო ფონდი KETTARI-ის განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის მოსაზრებით, კრეატიული ინდუსტრია საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით განვითარების ყველა მონაცემი აქვს.
„ვფიქრობ, ომის ვითარებამ დიდი აქცენტი ამ ინდუსტრიაზე გააკეთა, რადგან ყველა ხვდება,რომ მსოფლიო ისტორიაში რაღაც გარდატეხის მომენტია. აქედან გამომდინარე ეს ინდუსტრია ყველაზე ეფექტური პოსტ-ომის პერიოდში იქნება. ეს არის ინდუსტრია, რომელიც მშვიდობიანი, პრაგმატული და ადამიანის ფიქრებზე, შემოქმედებით პროცესებზეა დაყრდნობილი.
ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ვფიქრობ, ეს კარგი გამოსავალია, რადგან ჩვენ არ გვაქვს მკვეთრად გამოკვეთილი მძიმე ინდუსტრია, მაგრამ გვყავს ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ და აქვთ ფანტაზიის უნარი და გარკვეული კულტურული "ბეგრაუნდი" - საქართველოს ნამდვილად აქვს საკმაოდ სერიოზული კულტურული "ბეგრაუნდი". აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული წვდომა, რამდენიმე სხვა და სხვა ცივილიზაციასთან გვაქვს თუმცა, რაც ახლა გვჭირდება განათლება, მეტი ინფორმაცია და სხვა ქვეყნებთან მეტი კოლაბორაციაა“, - ამბობს გვარჯალაძე.
მან ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული სურათიც განიხილა და თქვა, რომ ახლა მეტი ინვესტიცია კრეატიულ ინდუსტრიაში ხდება.
„რაც შეეხება მსოფლიო მდგომარეობას, უფრო მეტი ინვესტიცია კრეატიულ ინდუსტრიაში ხდება. მაგალითს მოგიყვან Netflix-სს, რომელიც ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაციაა იგი ნიგერიული კრეატიული ინდუსტრიის დაფინანსებას იწყებს. ეს არის, როგორც კინო, ისე IT ინდუსტრია, რომელიც საკმაოდ მძლავრია ნიგერიაში. ლაგოსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია რეგიონში და ჩვენი მიზანიც ესაა, რომ აქეთა რეგიონშია ასეთივე ცენტრი გავხდეთ, ამის ყველანაირი მონაცემი გვაქვს. არის უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც ენერგია და პოტენციალი აქვს, რომ სიახლეები შემოგვთავაზოს“, - ამბობს იგი.
ცნობისთვის: KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყნის, 4 კონტინენტზე ოპერირებს და საქართველოში ფართომასშტაბიან საქმეს უყრის საფუძველს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს, განვითარების საწყის ეტაპზეა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება